საქართველოს აზერბაიჯანის ეროვნულმა კონგრესმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ძალადობის, სეპარატიზმისა და ტერორიზმის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა.
მომხსენებლებმა აზერბაიჯანელების 1918 წლის 31 მარტს განხორციელებულ გენოციდზე, ეთნიკური უმცირესობების ყოფასა და მსოფლიოში არსებულ ტერორიზმზე ისაუბრეს.
„დღევანდელი მსოფლიოს მთავარი მიზანია _ გაზარდონ ადამიანები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ განახორციელებენ“, _ განაცხადა ერთ-ერთმა მომხსენებელმა.
შეხვედრის დასასრულს გენოციდის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება