ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და თავდაცვის პოლიტიკური ინსტიტუტის წევრებმა ერთობლივი სამხედრო კონცეფციის მოდელირებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ საკუთარი მოსაზრებები შემდეგ საკითხებთან მიმართებით დააფიქსირეს: საქართველოს ისტორიული სამხედრო გამოცდილება; ნატო; ჩრდილოეთის მიმართულება; ახლო აღმოსავლეთი; სამხედრო ეკონომიკა; ნეიტრალიტეტი და კიბერუსაფრთხოება. შეხვედრის პირველ ნაწილში თითოეულ მონაწილეს საშუალება მიეცა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოეხატა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის ძირითადი თეზისები შეიმუშავეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ფორმირებისა და ერთობლივი კონცეფციის მისაღებად. როგორც სიმულაციური მოდელირების ორგანიზატორი რუსლან შავაძე აღნიშნავს, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და ის პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება