საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით, უმაღლესი ლიგის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. თამაშის პირველი ნაწილი კსუ-ს უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით - 3:3 დასრულდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა გასულ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება