კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მეორე კურსის დოქტორანტი შორენა ქურდაძე მონაწილეობდა დოქტორანტურის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში.
376 საკონკურსო განაცხადიდან 87 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორისაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტ შორენა ქურდაძის პროექტი - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და მათი გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს თავისი წარმატებული სტუდენტებით. შორენა ქურდაძეს და მის სამეცნიერო ხელმძღვანელებს ულოცავს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ხოლო დოქტორანტს უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება