ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თაოსნობით, გაიმართა დებატები ეკონომიკაზე. სტუდენტებს ერთი კვირის ვადაში უნდა დაემუშავებინათ ოთხი სხვადასხვა Case. მონწილეებს შემთხვევითი არჩევის საფუძველზე ენიჭებოდათ მომხრის ან მოწინააღმდეგის პოზიცია. მათ სხვადასხვა არგუმენტებითა თუ კონტრარგუმენტებით უნდა დაემტკიცებინათ საკუთარი აზრის სისწორე. ჩვენი უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო ოთხკაციანი ჯგუფი: ლელა ვარშანიძის, მალვინა ჯაყელის, სალომე ბეჟანიძის, ირაკლი თურმანიძის შემადგენლობით. ფინალში კსუ-ს გუნდი ლიდერის პოზიციაზე გავიდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 438 ქულა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 418 ქულა; შავი ზღვის უნივერსიტეტი - 386 ქულა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 418 ქულა; ფინალში ერთმანეთს CIU (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ) და TSU (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეხვდნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოიპოვა II ადგილი. თუმცა საუკეთესო მოდებატის წოდება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტ ლელა ვარშანიძეს ერგო. გაიცა სერტიფიკატები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება