2014 წლიდან კსუ ახორციელებს სტუდენტურ გაცვლით პროგრამას ლოძის უნივერსიტეტთან, პოლონეთში. ამჟამად ლოძში სწავლობს კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი. ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, კერძოდ, 26 თებერვალს მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და ამჟამინდელ ლორდთა პალატის წარმომადგენელთან, დოქტორ ლიამ ფოქსთან. შეხვედრის თემა იყო მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა. ასევე ჩატარდა შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ევა კოპაჩთან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება