კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული დიპლომატიის დღის აღსანიშნავად ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანს ქართული დიპლომატიის ისტორიის, საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა.
4 ნოემბერი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისა და პოლიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება