კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2014 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ტრადიციულად კურსდამთავრებულებს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, დეკანებმა და მიმართულების ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრება მიულოცეს. 2014 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 203-მა სტუდენტმა დაამთავრა. ღონისძიება საზეიმო ვითარებაში წარიმართა. კსუ კურსდამთავრებულებს სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტორტითა და ფურშეტით გაუმასპინძლდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება