კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ბაკურიანში სამდღიანი ტრენინგი გაიარეს, თემაზე: „გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება ექსტრემალურ პირობებში“. სწავლება-სემინარი სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება „ემერჯენსი სერვისი“-ს ეგიდით და არასამთავრობო ორგანიზაცია EMSA- თბილისის ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგს პროფესორი ირაკლი ამირანაშვილი უძღვებოდა. სემინარის მიზანი თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისი პრაქტიკაში გამოყენება იყო. ტრენინგში მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ. აღნიშნულ სემინარში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება