კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშების კვირეული „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ დაიწყო. მასში მონაწილეობას 10 მუნიციპალიტეტიდან 60 სკოლა იღებს. თითოეულ მათგანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
პირველი თამაში ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული შ.პ.ს. ნუნუ ავაგუმაშვილის კერძო სკოლა გახდა. გამარჯვებული გუნდი თებერვალში დაგეგმილ სუპერფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ინტელექტუალური თამაშები განათლების სამინისტროს, მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება