უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთათვის სწავლა იწყება 15 სექტემბერს.
იმ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი ექნებათ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (გადახდილი ექნებათ სემესტრული გადასახადის მინიმუმ ნახევარი), 1-ლი სექტემბრიდან შეეძლებათ აკადემიური რეგისტრაციის გავლა.
2014-2015 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტი გადადის სასწავლო პროცესის მართვის ახალ სისტემაზე. შესაბამისად, თითოეული სტუდენტისათვის, ბაზაში შესასვლელად საჭიროა ახალი პაროლი, რომლის აღებაც 27 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი შესაბამის დეკანატში. პაროლი გაიცემა მხოლოდ მის მფლობელზე. პაროლის მიღება შესაძლებელია დისტანციურად, თუ სტუდენტი საკუთარი საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტიდან, მისამართზე ciu@ciu.edu.ge გამოაგზავნის თხოვნას პაროლის მიღების შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება