ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 304-ე აუდიტორიაში, საჯარო შეხვედრა გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან, თამარ რუხაძესა და მაია ქურციკიძესთან. შეხვედრას, ასევე, დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი.
სტუმრები სტუდენტებს უახლესი ქართული მედიასივრცის მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ, რომლის მიზანიც არსებული ხარვეზების გამოვლენა და ბავშვთა საკითხების ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქების ხელშეწყობა იყო.
დასწრება თავისუფალია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება