პროექტის პარტნიორებია: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) და არასამთავრობო ორგანიზაციები „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“ (AGILE) და „შენ დემოკრატიისთვის“. დისკუსია თემაზე: ,,ადგილობრივი არჩევნები 2014: ახალი კანონი--ახალი შესაძლებლობები“ გაიმართება ხუთშაბათს, 15 მაისს 18:00 საათზე DVV International-ის ოფისში.
მომხსენებლის რანგში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბატონი დავით სიჭინავა, თსუ დოქტორანტი, კავკასიის კვლევების რესურს ცენტრი და ბატონი ბათუ კოპალიანი, თსუ სტუდენტი, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი. დისკუსიას მოდერირებას გაუწევს ქალბატონი ვერა გოგოხია, „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“, ,,შენ დემოკრატიისთვის“.
საქართველოს მოსახლეობას წინ კიდევ ერთი, ამჯერად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ელის. ახალი კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ითვალისწინებს თვითმმართველობის გაზრდილი უფლებებით აღჭურვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივის მოსახლეობის მეტ ჩართულობას. როგორია თითოეულ ჩვენთაგანის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, როლი და პასუხისმგებლობა ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესებში? ამ საკითხებზე სასაუბროდ გიწვევთ დისკუსიაზე DVV International -ში სამუშაო დღის დასასრულს. წინასწარ მადლობას გიხდით და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ. ფოსტის, ფეისბუკის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.
პატივისცემით
DVV International -ის დისკუსიების საორგანიზაციო ჯგუფი საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 225 1752 ; 599 910 023
ელ. ფოსტა: info@dvv-international.ge; katsitadze@dvv-intenational.ge
ინტერნეტი: https://www.facebook.com http://dvv-international.ge/
DVV International-ის ოფისი
თბილისი, ყიფშიძის ქ. 20
მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული
(თურქეთის საელჩოს უკან, ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის გვერდით)
![]() |
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება