ქველმოქმედებასთან ერთად, პროექტის ძირითად მიზანს საერთო პრობლემის გადაწყვეტაში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ქვეყნის წამყვანი კომპანიებისა და მთელი ქართული საზოგადოების ჩართვა წარმოადგენს.
კონცერტის მსვლელობისას, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ გაიღოთ შემოწირულობა, საამისოდ სპეციალურად განთავსდება ყულაბა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობს ქართული ხალხური საკრავებისა და სიმღერის სტუდია (ხელმძღვანელი ბეჟან წინწალაშვილი).
კონცერტი გაიმართება 3 ოქტომბერს, 18.00 სთ-ზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში, III სასწავლო კორპუსის, III სართულზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება