სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტო; კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო; ავიაციის ეროვნული აკადემია (აზებაიჯანი); სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი (თურქეთი); კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი (გერმანია); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) და ოდლარ იურდუს უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).
აღნიშნულ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ, როგორც საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარემ და სარედაქციო კოლეგიის წევრმა.
ბაქოს საერთაშორისო სიმპოზიუმი გახდა გლობალური ფორუმი მკლევარებისა და ინჟინრებისთვის. ფორუმზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მონაწილეები მომავალში წარადგენენ და განიხილავენ ინოვაციებს გამოყენებითი მათემატიკის, მასალათმცოდნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება