MEU აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდა ევროპელებს და აძლევს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტი კარგი საშუალებაა ასევე სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, გარემოსდაცვითი თუ სხვა საკითხების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად.
სიმულაციის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში 27+1 ფორმატით და განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს. მაგალითად: უმუშევრობის პრობლემა ევროკავშირში, კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი პრობლემები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და გაფართოება, კულტურისა და განათლების საკითხები და ა.შ ჯგუფები იმუშავებენ ევროკავშირის საბჭოსა (the Council of European Union) და ევროპული საბჭოს (European Council) ფორმატით.
MEU არის სწავლების უნიკალური პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის ინსტიტუტების დინამიკაზე. MEU საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი უნარები ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით დებატებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად გამართვის თვალსაზრისით, ასევე გაიაზრონ ევროკავშირის პრაქტიკაში არსებული სირთულეები.
10-11 მაისს საკომიტეტო სესიებს მასპინძლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“.
12 მაისი, პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება სასტუმრო Courtyard Marriott–ში.
თარიღი: 10–11–12 მაისი, 2013
სამუშაო ენა: ქართული
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება