უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა ევროპის 29 ქვეყნის მინისტრებმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერეს ბოლონიის დეკლარაციას. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატეს საერთო მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში. ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია (1998). ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 46 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე
მას შემდეგ, რაც 2005 წელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ჩაერთო ბოლონიის პროცესში, მოხდა აკრედიტაციის ხარისხის სისტემის შემოღება. მათ შორის დიპლომის დანართის დანერგვის გზით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის მოქალაქეების დასაქმებასა და უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. ასევე, ბოლონიის პროცესში ჩართვით მოხდა მობილობის ხელშეწყობა, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს, ისარგებლონ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის სიმდიდრით, მისი დემოკრატიული ღირებულების, კულტურის და ენების მრავალფეროვნების და უმაღლესი განათლების განსხვავებული სისტემის ჩათვლით. ამ პერიოდში ასევე დიდი ყურადღება დაეთმო ხარისხის უზრუნველყოფის საკითხს და დაინერგა ევროპული განზომილებები უმაღლეს განათლების სისტემაში. ამჟამად “ცოდნის ევროპა’’ ფართოდაა აღიარებული, როგორც სოციალური და ინდივიდუალური ზრდის ფაქტორი და ევროპის მოქალაქეების კონსოლიდაციისა და სულიერი გამდიდრების აუცილებელი კომპონენტი
ხარისხიანი განათლება და საგანმანათლებლო თანამშრომლობა გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილური, პროგრესული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას (ეროვნულ აკრედიტაციას). სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და “საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ’’ 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახლადდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ დიპლომს. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას უმაღლესი განათლების შესახებ საქარველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ბოლონიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 და 2007 წლებში უნივერსიტეტმა პირველად წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2012 წელს უნივერსიტეტის ყველა პროგრამას 5 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ასევე წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და 2012 წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, უნივერსიტეტის სტატუსი. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანი გახდა. უნივერსიტეტში ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა იფუნქციონირებს. უნივერსიტეტი თანამშრომლობს „ოდლარ იურდუს“ (ბაქო),კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი),ყირიმის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (უკრაინა),კიევის სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა), ბრნოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან (ჩეხეთის რესპუბლიკა), სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა),კავკასიის უნივერსიტეტი (თურქეთი),გირესუნის უნივერსიტეტი (თურქეთი) და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან (იტალია), რაც იძლევა სწავლებისა და მეცნიერული კვლევების გამოცდილების გაზიარების, სტუდენტთა და პროფესორთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების საშუალებას, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას - კულტურათაშორის დიალოგისა და ინტეგრაციის საფუძვლებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომი არის საერთაშორისო ცნობადობის, რადგან იგი სრულად აკმაყოფილებს ბოლონიის პროცესის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება