შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გედევანიშვილი, პროგრამების ხელმძღვანელები, ნინო ჭალაგანიძე და თამარ კიკნაძე, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ირინე ვაშაკიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ჩახნაშვილი.
პრეზენტაციის დასასრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროგრამების ხელმძღვანელებმა ინტერაქტიურ რეჟიმში პასუხი გასცეს სტუდენტთა კითხვებს პროგრამის, სასწავლო გეგმებში გათვალისწინებული ახალი დისციპლინებისა და შესაბამისი ინტელექტუალური რესურსის შესახებ. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტის მიერ ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა მოზიდვა სტუდენტებმა დადებითად შეაფასეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება