Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    მაგისტრატურა კავკასიის საერთაშორიო უნივერსიტეტი

    რა არის მაგისტრატურა?

     - მაგისტრატურა არის საქართველოს უმაღლესი განათლების მეორე საფეხური;

     - მაგისტრატურა მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებას;

     - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის აკადემიურ ხარისხი.

     

    ვის შეუძლია მაგისტრატურაზე სწავლა?

    სამაგისტრო საფეხურზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდის, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

     

    რა პროცედურაა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ?

    მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული წესის საფუძველზე.

     

    მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

     - პირადობის მოწმობის ასლი;

     - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბაკალავრის დიპლომი, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე);

     - ფოტოსურათი 3x4 და CD;

     - სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისათვის);

     - უცხო ენის ცონის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

     

    მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სასწავლო ხელშეკრულებაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ხელმოწერის დაფიქსირების საფუძველზე.

     

    რატომ არის მნიშვნელოვანი სამაგისტრო პროგრამის გავლა?

     - მაგისტრის დიპლომი მოწმობს იმას, რომ სტუდენტმა შერჩეული მიმართულებით გაიღრმავა თეორიული ბაზა, ისწავლა სამეცნიერო კვლევისა და სისტემური ანალიზის წარმოება;

     - უმაღლესი განათლების ეს საფეხური მნიშვნელოვანია მაღალანაზღაურებადი ვაკანსიის დასაკავებლად, რომლისთვისაც აუცილებელია მაღალპროფესიული უნარ-ჩვევები;

     - ეს არის მეორე პროფესიის დაუფლების საშუალება შემჭიდროებულ ვადაში - 2 წელიწადში;

     - მაგისტრის აკადემიური ხარისხი კურსდამთავრებულს აძლევს საშუალებას, დაკავდეს სამეცნიერო საქმიანობით, გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ მიიღოს აკადემიური ხარისხი.

     

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები:

     - ქართული მევენახეობა-მეღვინეობა;

     - სამართალი;

     - საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება;

     - მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოება;

     - საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;

     - საერთაშორისო მარკეტინგი;

     - საერთაშორისო მარკეტინგი (ინგლისურენოვანი);

     - გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები (ინგლისურენოვანი).