კანცლერის მრჩეველი
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამების ინტერნაციონალიზაცია და სერტიფიცირება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
(995 32) 2022 115; (+995 32) 2611 298
ელ-ფოსტა: andrew.graham@ciu.edu.ge
დაბადების თარიღი და ადგილი: 1967 წლის 30 მარტი, ტორონტო, ონტარიო, კანადა.
სწავლობდა სერ ვილფრიდ ლაურიეს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიაში. უნივერსიტეტის შემდეგ, ბატონმა გრეემმა განახორციელა თავისი ბიზნეს ინტერესები და მუშაობდა რამდენიმე პოზიციაზე კანადის ორ უმსხვილეს ბანკში. 1997 წელს ბატონი გრეემი დაუბრუნდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას და ტორონოტოს უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა სირიულ-პალესტინურ არქეოლოგიაში. ამავე უნივერსიტეტში გაატარა შემდგომი 25 წელი, თავდაპირველად როგორც დოქტორანტი და შემდეგ ჰქონდა ორმაგი როლი, ის იყო როგორც ადმინისტრაციული (ბიბლიოთეკა), ასევე აკადემიური პერსონალი (ისტორიის დეპარტამენტი, ახლო და შუა აღმოსავლეთის ცივილიზაცია).
2015 წელს ბატონი გრეემი პირველად ეწვია საქართველოს, რათა დასწრებოდა საერთაშორისო კონფერენციას ქვევრის შესახებ. მას შემდეგ, ბატონი გრეემი პასუხისმგებელი იყო, როგორც GRAPE-ის გუნდის თანახელმძღვანელი. მათ უნდა აღედგინათ მევენახეობის უძველესი ნიმუშები და დაედასტურებინათ, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა. ამ საქმიანობამ განაპირობა ის, რომ ბატონი გრეემი დაემშვიდობა ტორონტოს უნივერსიტეტს და მთელი თავისი დრო დაუთმო ქართულ ღვინოსა და მევენახეობას. 2018 წელს ბატონმა გრეემმა დაამთავრა ღვინის ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრატურა კანადის ერთ-ერთ წამყვან მევენახეობის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ნიაგარას კოლეჯში. სწავლის დასრულების შემდეგ, ბატონმა გრეემმა დაიწყო საკუთარი ბიზნესი - Wine Dark Sea – Tours & Tastings Inc., რათა ხელი შეეწყო ღვინის ტურმიზმის განვითარებისათვის ჩრდილოეთ ამერიკიდან საქართველოში. 2020 წლის აპრილში ბატონი გრეემის ხელმძღვანელობით კანადიდან ჩამოვა 23 სტუდენტი მევენახეობის სპეციალობით, რათა საკუთარი თვალით ნახონ და გამოსცადონ ღვინის სამშობლო.
ბატონ გრეემს აქვს პატივი გახდეს კსუ-ს ოჯახის ოფიციალური ნაწილი. როგორც გამოცდილებაზე დაყრდნობით ცოდნის შემძენი პროფესიონალი, ის მოუთმენლად ელის კსუ-ს სტუდენტებთან, ადმინისიტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან მუშაობას, რათა გააგრძელოს კიდევ მეტის შესწავლა და თავისი შთამბეჭდავი რეპუტაციის ზრდა.
ადრესატი
info.agro@ciu.edu.ge
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება