3 აპრილი, 13:00 სთ., აუდიტორია #305
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და პერსპექტივები“; სპიკერი: თორნიკე ფარულავა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
მოდერატორი: გიორგი ფარეშიშვილი, CIU-ს ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი;
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება