აღმასრულებლების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაიგეგმა პროფესიული ტური აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, განახორციელონ გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ბიუროში, დაათვალიერონ ბიუროს შენობა, გაეცნონ სტრუქტურასა და დეპარტამენტებს. ასევე, გაიმართება ლექცია-სემინარი ბიუროს საქმიანობის და სააღსრულებო პროცედურების შესახებ.
შეხვედრის დრო: 13 ივნისი, 15:00 სთ.
შეხვედრის ადგილი: აღსრულების ეროვნული ბიურო, ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #99.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 9 ივნისამდე: https://forms.gle/EeD4UPKN2ukoLqDi7
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური და სამართლის ფაკულტეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება