10 აპრილს, 12:00 სთ-ზე CIU-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ინიციატივით, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „სეკულარიზმის იდეა საქართველოში - სამართლებრივი და თეოლოგიური კონტექსტი“.
პანელური დისკუსია ეხება სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპის აღმწერ ნორმატიულ კატეგორიებს და მიმოიხილავს ამავე თემატიკასთან დაკავშირებით, შესაბამის თეოლოგიურ ასპექტებს. აღნიშნული საკითხი წარმოდგენილი იქნება ქართული კონსტიტუციური წესრიგის (შიდაეროვნული კონსტიტუციური მახასიათებლები) და შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივების გათვალისწინებით.
მომხსენებლები:
თინათინ ერქვანია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით;
დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი - თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე.
მოდერატორი: გიორგი ფარეშიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე.
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩარგლის ქ. 73); ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, # 305.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება