23 ივნისს, 16:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე: „დიდი ცვლილებები: დასავლური ცივილიზაციის დასასრული თუ ტრანსფორმირება?“.
სპიკერი: პეტრე მამრაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
ძირითადი მოხსენების შემდეგ, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.
ლექცია გაიმართება აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით.
Zoom-ის მონაცემები დაიდება ლექციის დაწყებამდე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება