2 ივნისს, 16 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის მაია დათუაშვილის ორგანიზებითა და ცენტრის მხარდაჭერით, ევრომელანომის კამპანიაში მონაწილე ექიმებისათვის საინფორმაციო შეხვედრა/კონფერენცია გაიმართება.
შეხვედრას დერმატოლოგები, ქირურგები, ონკოლოგები და კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით, „ევრომელანომის“ წევრი ქვეყანა გახდა.
"ევრომელანომა" წარმოადგენს პანევროპულ კამპანიას, რომლის მიზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ფართო მასების ინფორმირება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება