1 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე არსებული პროექტ „ბიზნეს ინკუბატორის“ ახალი ხელმძღვანელი, რითეილ კონსულტანტი, კომერციული ექსპერტი, ქოუჩი და კომერციული გზამკვლევის თანაავტორი ია ნადირაშვილი, ინკუბატორის ხედვას, მიზნებსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს, სადაც დეტალურად განიხილება ინკუბატორის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო პროექტები სტუდენტებისთვის.
ასევე შეხვედრის ფარგლებში, წარმატებული სტარტაპერი, კომპანია „გურულის“ დამფუძნებელი თეა გოგუაძე, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნეს ინკუბატორის პროექტის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ბიზნეს იდეების შერჩევას, უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი მოდელების ჩამოყალიბებას.
თუ გსურს ბიზნეს ინკუბატორში მონაწილეობა, გაიარე მარტივი რეგისტრაცია: https://forms.gle/m7ShbiHcrGsgqbEL8
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება