მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კსუ-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, 27 სექტემბერს, სამეცნიერო სემინარი ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სიახლეები - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ვაზისა და ღვინის შესახებ უახლესი ფუნდამენტური კვლევების მიმოხილვა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე მიმართულებებს ქვევრის და ქვევრში ქართული, დღეისათვის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებული ტრადიციული მეთოდების გამოყენებას; უახლესი ეთნოარქეოლოგიური, ისტორიული კვლევების მონაცემთა გაცნობას.
სამეცნიერო სემინარის მომხსენებელი ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი, ისტორიის დოქტორი - მინდია ჯალაბაძე გახლავთ.
ღონისძიება განკუთვნილია სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისათვის.
ჩატარების დრო და ადგილი: 27 სექტემბერი, 12:00 საათი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, არქეოლოგიის ცენტრი, ა. ფურცელაძის ქუჩა 3.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება