11 თებერვალს, 15:00 საათზე, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, (N 305) ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის, ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების, ახალგაზრდა ეპილეფტოლოგთა ასოციაციისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს, ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერას, ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენების აღმოფხვრას, სწორი ინფორმაციის დამკვიდრებასა და ეპილეფსიის სტიგმის ხარისხის შემცირებას. ამ მიზნით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიის ფარგლებში, მომხსენებლები - (სოფიო კასრაძე,
გიორგი ლომიძე, ნინო გოგატიშვილი, ნინო გზირიშვილი, დავით კვერნაძე, თამარ ედიბერიძე) ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა:
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და თემით დაინტერესებულ სხვა პირებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება