7 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: "ქისტი ქალის როლი და ფენომენი ვაინახურ საზოგადოებასა და თანამედროვეობაში".
სპიკერი: მექა ხანგოშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უფლებადამცველი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
მექა ხანგოშვილი არის ქართულ-ვაინახური ურთიერთობების, ასევე პანკისის ხეობის კულტურული ისტორიის წარმოჩენისა და განვითარების საკითხების ორგანიზატორი.
განსაკუთრებულია მისი წვლილი პანკისელი ახალგაზრდების სწავლა-განათლებისა და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება