Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    მიზნები, ამოცანები და ფუნქციები

    1. სამსახურის მიზნებია:

    ა) საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

    ბ) მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების განვითარება.

    გ) ზრდასრულთა განათლებაში პრიორეტეტული მიმართულებების განსაზღვრა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და პიროვნული, სოციალური და პროფესიული უნარების განმავითარებელი კურსების მომზადება და შეთავაზება.

    დ) დისტანციური სწავლებისათვის კურსების შემუშავება და მათი დანერგვა.

    ე) უნივერსიტეტის სტუდენტების და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო კურსების შემუშავება და განხორციელება.

    ვ) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შიდა და გარე ექსპერტების ჩართვა.

    ზ) სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ახალი რეგულაციების შემუშავების და დახვეწის მიზნით.

    თ) სამსახურის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც შიდასაუნივერსიტეტო კონტიგენტი (სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი), ასევე ფართო საზოგადოება და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

    ი) ენების სწავლების მხარდაჭერა „ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ სტანდარეტების შესაბამისად.

    კ) ენების სწავლებით ინტერკულტურული კომპეტენციის გაღრმავება, რაც ქმნის საფუძველს მულტიკულტურიზმისა და მულტილინგვური კომუნიკაციისთვის.

    ლ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლების ინოვაციური მეთოდების, ციფრული და მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

    1. სამსახურის ამოცანებია:

    ა) მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტრენინგკურსების მომზადება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

    ბ) სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების სასერტიფიკატო და სასწავლო კურსების/მოდულების მომზადება ფაკულტეტებთან თანამშრომლობით;

    გ) უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით სასერტიფიკატო კურსების შემუშავება და მათი განხორციელება.

    დ) უნივერსიტეტის სტუდენტების, ადმინისტრაციის და ფაკულტეტის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი კურსების/ტრენინგების შეთავაზება პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხით.

    ე) აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზება.

    ვ) რეგულარული უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება (ინგლისური, გერმანული, პოლონური, ესპანური და ა.შ.)

    ზ) სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის დარგობრივი ენის კურსების (გერმანული ენა იურისტებისათვის, ლათინური ენა მედიკოსებისათვის, ბიზნესინგლისური და ა.შ.) შეთავაზება.

    თ) ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვა უცხოელებისათვის.

    ი) სწავლების თანამედროვე მეთოდებთან და დარგობრივი ცოდნის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებული სემინარების და ვორკშოპების ორგანიზება.

    კ) სამსახურის მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ინტერნეტსივრცეში.

    ლ) უნივერსიტეტის პოპულარიზაცია, ფართო მასებში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების და უცხო ენების შემსწავლელი კურსების შეთავაზების გზით.

    მ) ზრდასრულთა განათლების და უწყვეტი განათლების ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის“ პოპულარიზაციის მიზნით.

     

    სამსახურის შემადგენლობა

    ა) სამსახურის უფროსი;

    ბ) ენების ცენტრის კოორდინატორი;

    გ) კოორდინატორი;

    დ) სპეციალისტი.

     

    სამსახურის უფროსი:

    ა) წარმართავს სამსახურის მუშაობას;

    ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს, პრიორიტეტებს და პასუხისმგებელია მათ განხორციელებაზე;

    გ) არჩევს შესაბამისი სპეციალობის კვალიფიციურ ტრენერს სასერთიფიკატო და სასწავლო კურსების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით;

    გ) განსაზღვრავს სასერთიფიკატო და სასწავლო კურსებზე მსურველთა მიღების წესს;

    დ) კანცლერთან შეთანხმებით განსაზღვრავს სასერთიფიკატო და სასწავლო კურსებზე სწავლების საფასურს;

    ე) ხელს აწერს კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს/დიპლომს. ასევე, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორისა და ტრენერის ხელმოწერის პროცესს;

    ვ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, კანცლერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

    ზ) ამზადებს ანგარიშებს ჩატარებული ტრენინგების/კურსების მონიტორინგისა და შეფასების ანალიზის საფუძველზე და განსაზღვრავს სამომავლო პრიორიტეტებს;

    თ) წარმოადგენს სამსახურის მესამე პირებთან ურთიერთობაში;

    ი) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

     

    ენების ცენტრის კოორდინატორის ფუნქციები:

    ა) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება ინგლისურ ენაში;

    ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისათვის ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდების ორგანიზება და მათთვის მოსამზადებელი კურსის უზრუნველყოფა;

    გ) საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსების ორგანიზება: PET, FCE, CAE, TOEFL;

    დ) უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება ყველა დაინტერესებული პირისთვის;

    ე) პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სამუშაო შეხვედრების (workshop) ორგანიზება;

    ვ) საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსის - ზოგადი ინგლისურის საგამოცდო ტესტების მომზადება;

    ზ) სხვადასხვა სახის დოკუნეტაციის თარგმანის უზრუნველყოფა.

     

    კოორდინატორის ფუნქციები:

    ა) კოორდინატორი სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებს მისი არყოფნის შემთხვევაში;

    ბ) იღებს გადაწყვეტილებებს;

    გ) ამზადებს პროექტებს სამსახურის უფროსის მითითებით და გაწერილი გეგმით;

    დ) მონაწილეობს კურსების შემუშავების და დამტკიცებისათვის საჭირო ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებში;

    ე) ახორციელებს ტრენინგებისა და კურსების მონიტორინგს. ამუშავებს და აანალიზებს შეფასების კითხვარების მონაცემებს.

     

    სპეციალისტის ფუნქციები:

    ა) ახორციელებს სასერთიფიკატო კურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე პირებზე;

    ბ) ახორციელებს სასერთიფიკატო კურსების გავლის მსურველი პირების რეგისტრაციას;

    გ) უზრუნველყოფს მიმდინარე კურსების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს;

    დ) ახორციელებს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სამუშაოებს;

    დ) ასრულებს სხვა დავალებებს, რომლებიც გამომდინარეობს სამსახურის ფუნქციებიდან.

    კონტაქტი

    ადრესატი

    უწყვეტი განათლების სამსახური 1

    ulll@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.