Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

    უწყვეტი განათლების სამსახურის სტრატეგია

    სამსახურის მიზნები

    უწყვეტი განათლების საკითხის შესწავლა ევროპის დღის წესრიგში 1996 წლიდან დადგა, მის მნიშვნელობაზე ხაზგასმულია ბოლონიის პროცესსა და 2020 წლის ერვოკავშირის ლისაბონის სტრატეგიაში. უწყვეტი განათლება მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: გაფართოვებული მონაწილეობა და სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეკონომიკიურმა, სოციალურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, საქართველოს განათლების სისტემაში გამოიწვია რეფორმების აუცილებლობა, თანამედროვე გამოწვევებმა გაზარდა უწყვეტი განათლების დანერგვის საჭიროება. უწყვეტი განათლების სამსახურის დებულების თანახმად, მისი მიზნები და ამოცანები ემსახურება უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას. მისი მიზანია სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, უწყვეტი განათლების დანერგვა და განვითარება.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური, რომელიც ფუნქციონირებს 2011 წლიდან, არის არაფორმალური განათლების კერა, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა გახდეს აკადემიური პროგრამების განვითარების ხელშემწყობიც. კერძოდ, უწყვეტი განათლების სამსახურის გარკვეული პრაქტიკული კომპონენტების შეთავაზება, ისე, როგორც ეს ხდება რამდენიმე მოწინავე ევროპულ სახელმწიფოში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთობლივი კურსების შემუშავება, მომზადება და განხორციელება.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური მიზნად ისახავს, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობას უწყვეტი განათლების ახალი რეგულაციების შემუშავებისა და დახვეწისათვის.

    უწყვეტი განათლების სტრატეგია არის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას ჩვენს უნივერსიტეტში. იგი შეიქმნა იმისათვის, რომ უზრუნველყოს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ღრმა ჩართულობა სტრატეგიის მიზნების განხორციელების საქმეში. რექტორი და მენეჯმენტის გუნდი მსჯელობდა განსხვავებულ სტრატეგიებზე და საბოლოოდ შეიქმნა სამოქმედო გეგმის განხორციელების კალენდარი.

    კურსების მომზადება

    ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი, ფინანსურად მომგებიანი კურსების მომზადება და შეთავაზება კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად.

    კურსების შემუშავებისას უწყვეტი განათლების სამსახური ეფუძნება ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს. გამოკითხვისა და სხვა სოციალური კვლევის მეთოდების გამოყენებით განსაზღვრავს, სხვადასხლა კურსების საჭიროებას.

    კურსების განხორციელება მოხდება სახელმწიფო ენაზე. საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კურსების შემუშავება სხვა ენებზეც.

    უწყვეტი განათლების სამსახური განახორციელებს გრძელვადიან და მოკლევადიან სხვადასხვა სახის კურსებს:

    • ტრენინგ - კურსები
    • სემინარები
    • სასერტიფიკატო კურსები

    უწყვეტი განათლების სამსახურის მიერ გაიცემა სხვადასხვა სახის სერტიფიკატები:

    • მონაწილეობის სერტიფიკატი
    • კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი

    სამიზნე ჯგუფები

    უწყვეტი განათლების სამსხური, ორიენტირებულია უნივერსიტეტის სტუდენტებზე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალზე.

    უწყვეტი განათლების სამსახურის ფოკუს ჯგუფებია:

    • თბილისის მასშტაბით, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.
    • საქართველოს მასშტაბით, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.
    • სამომავლოდ, ამიერკავკასიის რეგიონალური მასშტაბით კურსების დაგეგმვა, განხორციელება.
    • სამომავლოდ, e-learning, დისტანციური სწავლების დანერგვა.

    ხარისხის უზრუნველყოფა

    უწყვეტი განათლების სამსახური შეიმუშავებს გასახორციელებელი კურსების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს. ხასისხის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ. დაუშვებელია ხარისხის უზრუნველყოფის კონტროლი მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა რესურსების გამოყენებით, ინტერესთა კონფლიქტის თავის არიდების მიზნით. გარე შემფასებლებს/ექსპერტებს, კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, არჩევს უწყვეტი განათლების სამსახური.

    მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

    დასახული მიზნების განხორციელებისათვის, სამსახურს ესაჭიროება შემდეგი მატერიალურ ტექნიკური ბაზა:

    • სამი სამუშაო ოთახი, რომელთაგანაც, ერთი განკუთვნილი იქნება ადმინისტრაციისათვის, მეორე - “Training Room” სამუშაო/ტრენინგის ოთახი, მესამე - საკონფერენციო ოთახი - „Conference Room” , სადაც განთავსდება „Smart Board” ელექტრონული დაფა.
    • 10 ლეპტოპი, 1 პრინტერი/სკანერი/ქსეროქსი, 1 პროექტორი, დაფა...
    • სხვა საკანცელარიო ნივთები, სამსახურის გამართული საქმიანობისათვის.

    სამსახურის ადმინისტრაციული პერსონალი

    სამსახურის გამართული მუშაობისა და დასახული მიზნების მიღწევისათვის, ესაჭიროება კვალიფიციური ადმინისტრაციული პერსონალი. პერსონალის დაკომპლექტება უნდა მოხდეს უწყვეტი განათლების სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სტრუქტურის მიხედვით. სპეციალისტები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე, სამსახურის უფროსთან გასაუბრებით.

    უწყვეტი განათლების სამსახური უზრუნველყოფს მის სტრუქტურაში შემავალი ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას საჭიროების მიხედვით.

    სარეკლამო საქმიანობა

    უწყვეტი განათლების სამსახურის წარმატებული და შედეგის მომტანი საქმიანობისათვის აუცილებელია სარეკლამო კამპანიის წარმართვა.

    სარეკლამო საქმიანობა შესაძლოა განხორციელდეს როგორც შიდა საუნივერსიტეტო მასშტაბით, ისე უნივერსიტეტის გარე რეკლამით.

    შიდა საუნივერსიტეტო სარეკლამო საქმიანობას წარმოადგენს:

    უნივერსიტეტის web-გვერდზე ინფორმაციის მუდმივი განთავსება;

    უნივერსიტეტის სოციალურ ქსელში ინფორმაციის მუდმივი განთავსება;

    უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სიახლეების გამოქვეყნება;

    უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის sms-შეტყობინებების გაგზავნა.

    უნივერსიტეტის გარე სარეკლამო საქმიანობისათვის შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, ისეთების, როგორებიცაა: ფლაერების გავრცელება, შესაბამის ვებგვერდებზე ინფორმაციის გავრცელება და სხვა. ასევე, სავარაუდო სამიზნე ფოკუს ჯგუფებისათვის, სკოლებში და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში კურსების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება და ინფორმაციის ჩატარება.

    საჭიროების შემთხვევაში უწყვეტი განათლების სამსახური გამოიყენებს რეკლამის სხვა საშუალებებს.

    კონტაქტი

    ადრესატი

    უწყვეტი განათლების სამსახური 2

    ulll@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.