15 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით – "მეცნიერება, განათლება, კულტურა და სპორტი – რესურსები მშვიდობისათვის", რომელიც ეუთოში უკრაინის თავმჯდომარეობის ინფორმაციულ-ანალიტიკური მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს "იუნიონისტთა ახალგაზრდული ინსტიტუტისა" და "მხატვართა საერთაშორისო ასოციაციის" ნამუშევართა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, ჟურნალისტ ოლიკო ცისკარიშვილის მიერ გადაღებული ფოტოების ერთობლივი გამოფენა.
პროექტის ინიციატორები იყვნენ: კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი; ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი; პროგრამის პარტნიორები – შვეიცარიის საელჩო საქართველოში, უკრაინის საელჩო საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების ევალუაციის ცენტრი (CIU).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება