(მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო კვირეული (07.04.2014 -11.04.2014) პოლონეთი, ქ. გდინია, ბიზნესისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტი)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც პოლონეთის, ქ. გდინიის, ბიზნესისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტში მე-2 ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას ითვალისწინებს, გაიმარჯვა სამმა სტუდენტმა, რომელთაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს. წარმატებული სტუდენტები არიან:
• თეონა გვენეტაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი;
• ნინო ზვიადაური, ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი;
• გიორგი დავიდოვი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი.
ასევე, საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა სამი სტუდენტი, რომელთაც კონკურსში მაღალი შეფასებები მიიღეს:
• მანანა კობიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი;
• ხატია ქირია, ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი;
• ვალენტინა გალეჩიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება