ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები სასტუმრო-სანატორიუმ „ბორჯომი პალასი“-ში სასწავლო პრაქტიკას ორ ნაკადად, ივლისისა და აგვისტოს თვეში გაივლიან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებმა, სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა და გენერალურმა მენეჯერმა გიორგი პაპიაშვილმა ლექცია ჩაუტარეს. რაც სტუდენტებისათვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. მათ მაღალი დონის პროფესიონალებისაგან პრაქტიკაში გამოსადეგი ინფორმაცია მიიღეს, რაც პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლასაც უზრუნველყოფს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება