ღონისძიება 2013 წლის 22 მარტს გაიმართება, წყლის საერთაშორისო დღეს, რომელსაც გაერო ყოველწლიურად აღნიშნავს.
კავკასიის რეგიონი წყლის რესურსებით განსაკუთრებულად მდიდარია, თუმცა მოსახლეობას წყლის უკმარისობის პრობლემა მაინც აქვს. აქტუალურია ასევე კავკასიაში წლის ხარისხისა და მისი მიწოდების ეფექტურობის მართვის მოწესრიგების საკითხი. ეს არის დამატებითი ელემენტი, რაც ართულებს კონფლიქტური მხარეების ისედაც პრობლემურ ურთიერთობას.
შეკრების მთავარ მიზანს პრობლემის კომპლექსური კვლევისათვის ძალისხმევის კონსოლიდაცია, წინააღმდეგობების დასაძლევად ქმედითი ღონისძიების დასახვა და კავკასიაში წყლის რესურსების ეფექტური მართვის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობა წარმოადგენს.
ღონისძიების პირველი ნაწილი ორიენტირებული იქნება საკითხის დასმაზე, მეორე მოგვარების გზების ძიებაზე. ბოლოს, მიღებული შედეგების მიხედვით შეუშავდება წინადადებათა პაკეტი, რაც არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი იქნება.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
სამუშაო დრო: 10:00-18:00
ჩარგლის ქუჩა N 73,
აუდიტორია 304
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება