მინისტრმა თავისი უწყების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და წარმოადგინა პრეზენტაცია „დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგია“, რამაც დამსწრე საზოგადოების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
შეხვედრის ბოლოს კი ნაჩვენები იყო კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის, სასწავლო დისციპლინის კინო-ტელე დოკუმენტალისტიკის ფარგლებში მომზადებული ფილმი „ოთხმოცდამეთხუთმეტე გაზაფხული“, რომელიც ასახავს ცნობილი ქართველი ემიგრანტის, ამჟამად ამერიკაში მყოფი პეტრე ხვედელიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება