ლატვიური დელეგაცია დაინტერესებულია ლატვიაში ნიჭიერი უცხოელი სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის, სერვისებისა და კომფორტული პირობების შექმნის საკითხით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლატვიის უნივერსიტეტებისათვის, სტუდენტების მიზიდვის თვალსაზრისით, ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანას საქართველო წარმოადგენს. ყოველწლიურად საქართველოდან ლატვიაში სასწავლებლად 70-80 სტუდენტი მიემგზავრება.
ლატვიის წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოქმედი კვლევითი ცენტრების მუშაობის სპეციფიკას გაეცნნენ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლატვიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და მემორანდუმების გაფორმებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება