სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს მათი კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რაც სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის, ბაზარზე მათი საქმიანობის ეფექტურობის ზრდის მიზნით, მართვის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას გულისხმობს. ამ და ასევე დიპლომის შემდგომი განათლების სფეროში გდანსკის ფონდს ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მისი საგანმანათლებლო პროგრამები კარიერის განვითარებისა და პროფესიული უნარების დაუფლების საკითხებში მსმენელთა დახმარებისა და პრაქტიკული ცოდნის ეფექტურად გადაცემისკენაა მიმართული.
შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში დიპლომის შემდგომი განათლების განვითარება და ამ მიმართულებით პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის მენეჯმენტის განვითარების ფონდის მომავალი თანამშრომლობის საკითხი. კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი მოამზადებს შემხვედრ წინადადებებს და ივლისის ბოლოს ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება