უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღების წესები
აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
- აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
- მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
- სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბერის №725 ბრძანებით დამტკიცდა ”საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესი”;
ზემოთ ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მომართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ბოლო ჩამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში.
განცხადების ფორმა, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის №725 ბრძანებით, აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს შეუძლია მიიღოს სამინისტროში ან ამობეჭდონ განცხადების ფორმა
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე; (საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარებისათან დაკავშირებით იხილეთ ვებ გვერდი www.eqe.ge, მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, (995 32 2 36 57 92) ელ.ფოსტა - info@eqe.ge)
- სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აბიტურიენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;
- უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
- უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;
- საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე; (საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარებისათან დაკავშირებით იხილეთ ვებ გვერდი www.eqe.ge, მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, (995 32 2 36 57 92) ელ.ფოსტა - info@eqe.ge)
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მაგისტრანტობის კანდიდატის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;
- საქართველოში მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას;
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მაგისტრანტობის კანდიდატის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).
სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;
- უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
- უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;
- საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე; (საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარებისათან დაკავშირებით იხილეთ ვებ გვერდი www.eqe.ge, მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, (995 32 2 36 57 92) ელ.ფოსტა - info@eqe.ge)
- სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით)
შენიშვნა
- მოქალქეობის არმქონე პირის განცხადებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ნაცვლად, უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
- სწავლების ენასთან და სწავლის საფასურთან დაკავშირებით მიმართეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სამინისტროს შესაბამის სამსახურში.