ტრენინგი მიმდინარეობდა პრეზენტაციის, კითხვა-პასუხისა და აზრთა გაზიარების ფორმატით. მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ თემატიკით, აქტიურად პასუხობდნენ კითხვებს და თავისუფლად გამოთქვამდნენ ორიგინალურ მოსაზრებებს.
ტრენინგს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ნუნუ ავაგუმაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ვახტანგ წივწივაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანუკი წივწივაძე, ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორები თამარ ქობლიანიძე და მერაბ ვანიშვილი.
ტრენინგის მომზადება-ჩატარებაში მონაწილეობას იღებდნენ და პროფესორ გიორგი შიხაშვილს ასისტენტობას უწევდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის “მენეჯმენტის” სპეციალობის II კურსის სტუდენტები: მაკა ნაცვლიშვილი, მერაბ ლეთოდიანი, ნიკოლოზ გოგოლაძე და “ფინანსების” სპეციალობის II კურსის სტუდენტი ლაშა პაპაშვილი.
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნუნუ ავაგუმაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ტრენინგის ორგანიზატორებს და სამომავლოდ გამოთქვა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება