სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
- ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი, ოდლარ იურდუს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
- კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.
- მარინა გედევანიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
- ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
- მარინა ხიზანიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი.
- თამარ ქობლიანიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი.
- მერაბ ვანიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი.
- გიორგი შიხაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი.
- მინდია უგრეხელიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
- მერაბ მათიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი.
- გიორგი თელიაშვილი (III კურსის სტუდენტი).
- გიორგი ტოკლიკიშვილი (III კურსის სტუდენტი).
- თეონა გვენეტაძე (II კურსის სტუდენტი).
- მაკა ნაცვლიშვილი (II კურსის სტუდენტი).
- ნიკოლოზ გოგოლაძე (II კურსის სტუდენტი).
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- ეკონომიკა და ბიზნესი;
- სამართალი;
- მედიცინა;
- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.
მიმართულებების მიხედვით იმუშავებს შესაბამისი სექციები.
ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების სექციები:
- ზოგადი ეკონომიკისა და ბიზნესის სექცია;
- ფინანსების სექცია;
- მენეჯმენტის სექცია:
- ტურიზმის სექცია;
- სტუდენტური გუნდური პროექტების სექცია.
სამართლის მიმართულების სექციები:
- ზოგადი სამართალმცოდნეობის სექცია;
- სისხლის სამართლის სექცია;
- კერძო სამართლის სექცია.
მედიცინის მიმართულების სექციები:
- ზოგადი მედიცინის სექცია;
- სტომატოლოგიის სექცია;
- ფარმაციის სექცია.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებათა მიმართულების სექციები:
- საერთაშორისო ურთიერთობების სექცია;
- ჟურნალისტიკის სექცია.
შენიშვნა:
- შესაძლებელია მოხსენებების წარმოდგენა ზოგადსაუნივერსიტეტო დისციპლინების მიხედვით;
- შემოსულ მოხსენებათა თემატიკის კვალობაზე შესაძლოა შეიცვალოს სექციების რაოდენობა და სახელწოდება.
ცალკეულ სექციებში I, II და III ადგილებზე გასულ მოხსენებებათა ავტორებს გადაეცემათ სიგელები. კონფერენციის შემდეგ გამოიცემა მოხსენებათა თეზისების კრებული, ხოლო მეცნიერული თვალსაზრისისთ გამორჩეული მოხსენებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.
სავალდებულო მოთხოვნები:
1. მოხსენების თეზისები წარმოდგენილი უნდა იქნეს მეცნიერ-ხელმძღვანელის სათანადო რეცენზიით.
2. თეზისები უნდა იყოს ნაბეჭდი სახით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (CD):
- მოცულობა - მაქსიმუმ 2 გვ.;
- Word;
- სტილი – Normal,
- ფონტი - Sylfaen;
- შრიფტი - 12,
- სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,5.
- ველების დაშორება: ოთხივე მხარეს – 2 სმ.
- სათაურის ზემოთ, მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს კონფერენციის სექციის სახელწოდება, სტუდენტის გვარი, სახელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი, ჯგუფის ნომერი, მეცნიერ-ხელმძღვანელის წოდება, გვარი და სახელი.
- თეზისების ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს სტუდენტის და მეცნიერ-ხელმძღვანელის კოორდინატები (ტელეფონი, ელ-ფოსტა).
3. თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის წარმოდგენილი უნდა იქნეს PowerPoint-ში.
მოხსენების თეზისები (მეცნიერ-ხელმძღვანელის რეცენზიით) საჭიროა ჩაბარდეს ფაკულტეტების მიხედვით გამოყოფილ პირებს არაუგვიანეს 2012 წლის 23 მარტისა.
გამორჩეული მოხსენებების უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში დაბეჭდვის მოთხოვნებს გაცნობებთ დამატებით.
საკონტაქტო პირები:
- გიორგი შიხაშვილი, კონფერენციის კოორდინატორი, მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტთა ტუტორი, ტელ. (599) 97-54-24.
- ჯემალ სოლოღაშვილი, ბიზნესის ფაკულტეტის კურატორი.
- თამარ გვიანიშვილი, სამართლის ფაკულტეტის კურატორი.
- ნანა ჯანაშია, მედიცინის ფაკულტეტის კურატორი.
- ირინა ვაშაკიძე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებათა ფაკულტეტის კურატორი.
- თამარ ჩახნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთა ტუტორი.
- მარინა ხიზანიშვილი, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა ტუტორი.
- თამარ ქობლიანიძე, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტთა ტუტორი.
- მერაბ ვანიშვილი, ფინანსების სპეციალობის სტუდენტთა ტუტორი.
საორგანიზაციო კომიტეტი
21.11.11