11 ივნისს, 16:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა პირველი ბიზნეს-თამაში, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრა II კურსის მენეჯმენტის სპეციალობის ოთხი სტუდენტური გუნდი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს ვირტუალური სარეკლამო კომპანიები და სარეკლამო პროდუქტები, წარმოადგინეს თავიანთი პროდუქტები და განახორციელეს მათი რეალიზაცია, გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება ჩატარდა საგნის - „სტრატეგიული მენეჯმენტი“, ლექტორის, კსუ-ს სრული პროფესორის, თამარ ქობლიანიძის ინიციატივით.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შეაფასეს მიმდინარე პროცესი და გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება