გამოფენის მიზანია, საქართველოს ბაზარზე არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობადობის გაზრდა და, ზოგადად, განათლების სექტორის განვითარება-ხელშეწყობა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენის ერთ-ერთი მონაწილეა. კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ჩვენს პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებს. დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალება ექნება გაეცნოს საუნივერსიტეტო პერიოდულ გამოცემას, უნივერსიტეტის ხელშეწყობით გამოქვეყნებულ ლიტერატურას, სარეკლამო ტრიპლეტებსა და ამ დღეებისათვის საგანგებოდ მომზადებულ პრეზენტაციას. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს უნივერსიტეტის ლოგოტიპით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს, კალმებსა და სანიშნეებს გადასცემს საჩუქრად.
გამოფენა 26 თებერვლამდე გასტანს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება