სამუშაო შეხვედრა განათლების მულტიმედია ცენტრში
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის UNICEF-ის ძალისხმევითა და ქართული უნივერსიტეტების პროფესურის ჩართულობით მომზადებული სასწავლო კურსის ადაპტირების შედეგებს, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტიკის სკოლების წარმომადგენლები და პრაქტიკოსები განიხილავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძეა. ეს კურსი, არჩევითი დისციპლინის სახით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განახლებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაშიცაა ჩართული.