საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 7 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (ცნობა);
• პროგრამის შესაბამისი ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• 2 ფოტოსურათი ¾;
სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები:
1. სამართლის სამაგისტრო პროგრამა:
• ერთიანი სამაგისტრო გამოცდის D სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
• სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა:
• ერთიანი სამაგისტრო გამოცდის B სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
• ინგლისური ენის B1დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (სერთიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის ენების ცენტრში გაიაროს ტესტირება);
• სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
3. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა:
• ერთიანი სამაგისტრო გამოცდის E სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
• სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
4. საერთაშორისო მარკეტინგის ქართული და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა:
• ერთიანი სამაგისტრო გამოცდის E სახის ტესტის, მინიმუმ 3 კომპეტენციის გადალახვის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (სერთიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის ენების ცენტრში გაიაროს ტესტირება);
• სპეციალობაში გასაუბრების შედეგი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 7 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
უცხო ენაში ტესტირება ჩატარდება 2014 წლის 22 სექტემბერს;
სპეციალობაში გასაუბრება ჩატარდება 24 სექტემბერს.
შედეგები გამოქვეყნდება 25 სექტემბერს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება