კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, „კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევითი ცენტრების პრეზენტაცია“.
კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი კავკასიურ პროგრამებში ელდარ იბრაგიმი და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი დიმიტრი ტრეტიაკოვი. უკრაინის წამომადგენელი განსაკუთრებით დაინტერესდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტის ნანა გადელიას საკონფერენციო თემით: „მიგრაციული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
1. ლაშა ბოდაველი თემით: „სამშვიდობო ისტორიოგრაფიული კვლევები“,
2. თეონა გუგუმბერიძე - „კავკასიურ-იბერიული კვლევები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის“;
3. რუსლან შავაძე - წყლის უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი - „საქართველოს წყალი - როგორც მრავალგანზომილებიანი უსაფრთხოების რესურსი“;
4. მარი ბერიძე, ბაჩო ბარქაია - „აბანოების კულტურა მსოფლიოში და საქართველოში“;
5. მარიამ სოლოღაშვილი – „კავკასიური გეოლინგვისტიკური კვლევები“;
6. გიორგი დავიდოვი - მულტიკულტურალიზმის კვლევის ცენტრი - „მულტიკულტურული კვლევების პერსპექტივები საქართველოსთვის“;
7. ქეთევან ზერეკიძე - გიორგი სააკაძის სახელობის ფონდი - „გახლეჩილი საზოგადოება საქართველოსი და სამოქალაქო მშვიდობის საფუძვლები“;
8. კოლექტიური პრეზენტაცია - სამეცნიერო კონფერენცია ღია ცის ქვეშ - „არ დაუშვათ ბაზალეთი“;
9. მაია შერაზადიშვილი - „კავკასიის სამშვიდობო კინემატოგრაფიის ცენტრი“;
10. ანი ხორავა - სამშვიდობო ინიციატივების ცენტრი „მჭადიჯვარი“;
11. ლიკა ზამბახიძე - კავკასიის მასმედიის კვლევის ცენტრი - „საინფორმაციო გამოშვების პერსონიფიცირებული ხასიათი („კურიერი 9 საათზე“ მიხედვით)“;
12. მარიამ გიგინეიშვილი - „კაშმირის პრობლემა - შედარებითი ანალიზი კავკსიურ კონფლიქტებთან“ - საქართველო-ინდოეთის თანამშრომლობის კვლევის ცენტრი;
13. ჯოვანა აბლოთია - „მცირე ქალაქების საერთაშორისო ასოციაცია“;
14. ბექა მანაგაძე - ახალგაზრდული ორგანიზაცია „ხონი“ – „იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორისა და სატირის საერთაშორისო ფესტივალი“;
15. რუსიკო აბუთიძე - საზოგადოება „წიფა“ – „გაუჩინარებული სოფლების აღორძინების საერთაშორისო ინიციატივა“;
16. თინიკო ჯღუნიაშვილი - საზოგადოება „ანანური“ – „კავკასიის სამხედრო ხელოვნების მუზეუმი და რაინდთა კავკასიური ბრძოლების ფესტივალი“;
17. სოფიო გორდელაძე - ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საზოგადოება - „ექვთიმე თაყაიშვილი - ფასეულობები, გეოკულტურა და უსაფრთხოება“;
18. რუსიკო ავალიანი - საზოგადოება „უშგული“ – „მაღალმთიანი სოფლების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის პროექტი“;
19. ელენე ჯანაშია - კიდნეპინგის კვლევები საქართველოში
20. თეო გვენეტაძე - გემბლინგის მსხვერპლის რეაბილიტაციის ცენტრი „გემბლინგი, როგორც გეოკულტურის ანტიჰუმანური ელემენტი“;
21. ნანა გადელია - „მიგრაციული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“;
22. ინა ასოევა - „ჩინელების ეთნიკური სტერეოტიპი საქართველოში“;
23. ელენე ნახუცრიშვილი - „სტუდენტების დასაქმების პრობლემები და პერსპექტივები - კვლევის ანალიზი და რეკომენდაციები“;
24. ლაშა მამფორია - დროის მართვის ეროვნულის სააგენტო - „დრო როგორც ეკონომიკური რესურსი და დროის ეფექტური მართვა უნივერსიტეტში“.
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძების კულმინაციად კულტურული ნაწილი იქცა - კონფერენციის ფარგლებში, საქართველო-აზრებაიჯანის ურთიერთობის კვლევის ცენტრის ინიციატივით, უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში, ლეილა მამედოვასა და მარიამ აქუბარდიას სამხატვრო გამოფენა გაიხსნა, ასევე გაიმართა უნივერსიტეტის გაზეთის მე-2 ნომრის პრეზენტაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება