სტუდენტები, რომელთაც 2014 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგებით მოიპოვეს კავკასიიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩირიცხვის უფლება, ვალდებულნი არიან, გაიარონ რეგისტრაცია 27 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები: • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი; • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსია დისკზე; • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის); • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი; • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან; • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით; • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით. რეგისტრაცია იწარმოებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პირველ სართულზე ოთახი N101 10:30-დან 17.00 საათამდე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება