კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მობილობით გადმოსულ სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სწავლას და მათთვის ახალ ხელმისაწვდომ ფასებს.
საბაკალავროპროგრამები
• ტურიზმი - 2500 ლარი;
• მენეჯმენტი - 2500 ლარი;
• ფინანსები - 2500 ლარი;
• სამართალმცოდნეობის - 2900 ლარი;
• საერთაშორისოურთიერთობების - 2500 ლარი;
• ჟურნალისტიკის - 2500 ლარი.
ერთსაფეხურიანიპროგრამები
• მედიცინის - 2250 ლარი;
• სტომატოლოგიის - 2250 ლარი.
სამაგისტროპროგრამები
• სამართალი - 2500 ლარი;
• საერთაშორისობიზნესისმენეჯმენტი - 2500 ლარი.
უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები:
· მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 4000$
· სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 3500$
· სტომატოლოგიის რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 3500$
· ფარმაციის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 3000$
· ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 2500$
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (ყოველი სემესტრის დაწყებამდე) აცხადებს ვაკანსიებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადმოსვლა და უმაღლესი განათლების მიღება.
აკადემიური მოსწრების შედეგებით საუკეთესო სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია.
სრული ინფორმაცია მობილობის შესახებ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში.
1. წესი/პროცედურა
http://eqe.ge/geo/mobility/rules_procedures
2. როგორ გახდე კონკურსის მონაწილე
მობილობის უფლება რომ მოიპოვო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რომ გახდე, დადგენილ ვადებში უნდა გაიარო ელექტრონული რეგისტრაცია. ეწვიეთ ამ გვერდს http://students.eqe.ge/VacancyInfo მონიშნეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარეგისტრირდით.
3. რა საბუთები მჭირდება?
მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე
ჩარიცხვამდე
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
• გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• ამონაწერი კურსიდან კურსზე (სემესტრიდან მომდევნო სემესტრში) გადაყვანის ბრძანებიდან;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• განცხადება რექტორის სახელზე.
ჩარიცხვის შემდეგ
• ატესტატის დედანი;
• გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის დედანი;
• სტუდენტის პირადი საქმე;
• მშობლიური უნივერსიტეტის ჩარიცხვისა და კურსიდან კურსზე გადაყვანის, ამორიცხვის ბრძანებების ამონაწერი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4;
• წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
მობილობა სამაგისტრო პროგრამებზე
ჩარიცხვამდე
• პირადობის მოწმობის ასლი
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან, ან ნიშნების ფურცელი
• ბაკალავრის დიპლომის ასლი დანართით
• მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი
• განცხადება რექტორის სახელზე
ჩარიცხვის შემდეგ
• პირადობის მოწმობის ასლი
• ბაკალავრის დიპლომი დანართით
• მშობლიური უნივერსიტეტიდან სტატუსის შეწყვეტის ბრძანების ასლი
• სტუდენტის პირადი საქმე
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4
• წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის).
4. როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?
მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში სემესტრულად იხდის დადგენილ სწავლის საფასურს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება