ახალი სასწავლო წლისათვის, მობილობის წესით, უნივერსიტეტმა სტუდენტთა დიდი რაოდენობა მიიღო (648 სტუდენტი). სასწავლო წლის დაწყება მათთან ერთად სხვა უფროსკურსელებსაც მიულოცეს. რის შემდეგაც ისინი სამუშაო პროცესში ჩაერთნენ.
პირველკურსელები ფაკულტეტების მიხედვით აუდიტორიებში გადანაწილდნენ, სადაც ისინი დეკანებსა და პროგრამის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მათ სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე დეტალურად ესაუბრნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველა სტუდენტს კიდევ ერთხელ ულოცავს 2013-2014 სასწავლო წლის დადგომას და უსურვებს წარმატებებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება