კონფერენცია 40 წლის წინ დაწყებულ ჰელსინკის პროცესს ეძღვნება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუმრები. მათ შორის, ცნობილი პოლიტიკოსები: ნინო ბურჯანაძე, მანანა ნაჭყებია, ირაკლი ბათიაშვილი, ლელა გულედანი და სხვები.
ქალბატონი მანანა ნაჭყებია (პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“):
- ასეთი კონფერენციები პოლიტიკური პროცესების მასტიმულირებელია.ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაში უშუალოდ სტუდენტები მონაწილეობენ და შეუძლიათ პრობლემების ადეკვატურად გაანალიზება.
ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე (პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“):
- ამ შეკრების იდეა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩვენ, ყველანი, ბევრს ვფიქრობთ, თუმცა სასურველია, რომ პროცესები დინამიკური იყოს.
გასათვალისწინებიელია, რომ კავკასიის ქვეყნებს ძალიან გვჭირდება ერთად დგომა - ერთობლივი პროგრამები და ინიციატივები.
დიდ მადლობას ვუხდი თქვენს უნივერსიტეტს!
...
შეხვედრამ საქმიანი ფორმატით ჩაიარა. კონფერენციით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა კავკასიაში ეუთოს ახალი შესაძლებლობების განვითარების საქმეში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება